თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა რიგით მეცხრე კოვიდტესტირება ჩატარდა

თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში დღეს რიგით მეცხრე გაფართოებული ტესტირება ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, ისნის რაიონის საოჯახო მედიცინის ცენტრის ლაბორანტებმა კოვიდინფექციაზე სკოლის 50 წარმომადგენელი შეამოწმეს.

„სკოლის დირექტორის განცხადებით, აქამდე ჩატარებული რვა ტესტირების შედეგად ვირუსი არავის გამოვლენია. მისივე თქმით, სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირებამ, გატარებულმა კომპლექსურმა პრევენციულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და სხვა სკოლების მსგავსად, მე-100 სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს სასკოლო გარემოში დაასრულებენ.

კოვიდინფექციის შიდა გავრცელებისაგან სასკოლო გარემო კვლავ მაქსიმალურად დაცულია – ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, სასკოლო საზოგადოება ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ასევე მუდმივ რეჟიმში გრძელდება მასწავლებლების, მანდატურების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ტესტირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში