ლელა ქებურია სენატორების ვიზიტზე - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის ვიზიტს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ არ გამოიყენებს

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის ვიზიტს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ არ გამოიყენებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, აღნიშნულ ვიზიტი ოპოზიციის წინააღმდეგ ინტრიგებისთვის გამოიყენოს.

„სენატორები საქართველოს დიდი ხნის მეგობრები არიან, მათ არაერთხელ საქმით დაუმტკიცებიათ საქართველოს თანადგომა დემოკრატიის განვითარების გზაზე და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამჯერად ეს ვიზიტი განიხილება ბელარუსთან და უკრაინასთან ერთად კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც ამ ტიპის ვიზიტს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ არ გამოიყენებს. ცდილობს ოპოზიციის წინააღმდეგ ინტრიგებისთვის გამოიყენოს“, - განაცხადა ქებურიამ.

ცნობისთვის, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა, რომელიც სენატორების ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და რობ პორტმანის მონაწილეობით იქნება წარმოდგენილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ