ოკუპირებული ცხინვალი სირიაში „საელჩოს“ გახსნას გეგმავს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება სირიაში ე.წ.საელჩოს გახსნას გეგმავს, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა განაცხადა.

„ჩვენმა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა დამასკოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ასევე, სირიული მხარე მზად არის თავის მხრივ შეასრულოს ყველა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა და სირიის ხელმძღვანელობა ერთობლივად გახსნიან „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის საელჩოს სირიის არაბულ რესპუბლიკაში ”, - აღნიშნა ტადტაევმა.

შეგახსენებთ, ტადაევი რამდენიმე დღის წინ, „დელეგაციასთან“ ერთად, დამასკოში იმყოფებოდა. „ვიზიტის“ ფარგლებში, მათ შეხვედრა გამართეს „აფხაზეთის საელჩოში“, რომელიც გასულ წელს გაიხსნა. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა