სალომე სამადაშვილი - არ გვაქვს ილუზია, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს პოლიტიკური ნება კორუფციას ებრძოლოს

არ გვაქვს ილუზია, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს პოლიტიკური ნება კორუფციას ებრძოლოს - კანონპროექტის ინიცირებით კიდევ ერთხელ გამოჩნდება „ქართული ოცნების" რეალური სახე,- ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პატრნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ლელო" დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. სამადაშვილის თქმით, კორუფციაზე, როგორც სერიოზულ გამოწვევაზე საუბრობენ ქვეყნის პარტნიორებიც და მათ საერთაშორისო მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ.

„სამწუხაროდ, გასული ცხრა წლის განმავლობაში, წლიდან წლამდე, ქვეყანაში კორუფციის პრობლემა ღრმავდება და ეს ნახეთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით. საქართველოში კორუფციის მასშტაბი იზრდება და ქვეყნის მომავალს და განვითარებას საფრთხეს უქმნის. ასეთი კანონპროექტი რომელიმე წინა პარლამენტს რომ მიეღო, შესაძლოა, მძლავრი მექანიზმები გვქონოდა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ცხადია, როცა ეს პრობლემა გაღრმავდა, დღის წესრიგში უფრო აქტუალური გახდა მსგავსი კანონპროექტის მიღება. ვაპირებთ, რომ ეს კანონპროექტი დავაინიციროთ,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა