მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით V-VI კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები თბილისის 69-ე საჯარო სკოლის V- VI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და წყლის რესურსების მნიშვნელობასა და მისი დაცვისთვისსაჭირო ქმედებებზე ტრენინგი ჩაუტარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მოსწავლეებმა მტკვრის, როგორც ტრანსსასაზღვრო მდინარის და მისი მონიტორინგის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„მტკვრის დაცვის დღე 1999 წელს დაარსდა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება. მტკვარი საქართველოს ყველაზე მთავარი მდინარეა. მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს, საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 400 კილომეტრია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ