ჯინ შაჰინი - მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით

მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს 2030 წლის ხედვა, მიზნად რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაუმჯობესებას ისახავს.

„ჩვენ ვართ სენატის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ზუსტად იმისთვის არის ჩამოსული, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას და ცდილობს, რომ დასავლეთისკენ იაროს. სენატორმა პორტმანმა უკვე ისაუბრა იმ დახმარების შესახებ, რომელიც საქართველომ მიიღო შეერთებული შტატების მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში ეს დახმარება ეხებოდა კოვიდთან ბრძოლას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, ეკონომიკურ კეთილდღეობას და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რუსეთთან მიმართებაში ახალ მექანიზმებს. რუსეთის მიმართ ამოქმედებულია სანქციები. სანქციების ქვეშ მოხვდნენ სხვადასხვა მრეწველობის, სხვადასხვა სექტორების წარმომადგენელი კორპორაციები და კომპანიები წარმომადგენლები, მაგრამ ამავე დროს ინდივიდუალური პირები ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ ფულის გათეთრებას დასავლეთის ინსტიტუტების მეშვეობით - ჩვენ ვცდილობთ ამას წინ აღვუდგეთ. ნატო-ს აქვს 2030 წლის ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება და თავდაცვა“, - განაცხადა შაჰინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა