ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთი უნდა გაემიჯნოს მიკერძოებული და სტერეოტიპული განცხადებების გამოყენებას საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას აკრიტიკებს, რომელშიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობისას გააკეთა.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაურკვევლობა გამოიწვია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამონათქვამმა, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტისას გააკეთა, რომლის თანახმადაც „აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დავა მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“ უნდა მოგვარდეს.

აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. ამასთან, თუ პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად სურს კონსტრუქციული როლი შეასრულოს რეგიონალურ დღის წესრიგში, თურქეთის რესპუბლიკა უნდა გაემიჯნოს მიკერძოებული და სტერეოტიპული განცხადებების გამოყენებას საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კონსტრუქციულ რეგიონალურ ძალას, ქართველი პარტნიორების ყურადღება მიაპყრონ აფხაზეთის რესპუბლიკასთან თანაბარი და სამართლიანი ურთიერთობების დამყარების აუცილებლობაზე“, - აცხადებენ ე.წ. უწყებაში.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა