დავით ბერძენიშვილი - გახარიას ვერ შემოგვტენიან ოპოზიციაში, არ გადმოდის ჩვენს მინდორზე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მას ჰქონდეს შეღწევა „ნაცმოძრაობის“ ზვიადისტურ ფლანგზეც

გახარიას მიმართ ქართული საზოგადოება დგას ზურგით და ვერ შემოგვტენიან ოპოზიციაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და მათ მინდორზე არ გადადის.

ამასთან, როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, არავის არ სჯერა, რომ გიორგი გახარია არჩევნებში 10%-ს აიღებს.

„გვტენიან და გვტენიან ოპოზიციაში ამ გახარიას. გახარია - „თვალთხარია“, ასე აღიქმება. გახარიას მიმართ ქართული საზოგადოება დგას ზურგით და ვერ შემოგვტენიან ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილს ვითარება შეექმნა ისეთი, რომ შესაძლოა მას დასჭირდეს „ქართული ოცნება“ პლუს გახარია და ეს იყოს მისი ხელისუფლება. ეს პრობლემაა კობახიძისთვის და ღარიბაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, თორემ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის. არც ჩვენთვის არ არის პრობლემა, გახარია არ გადმოდის ჩვენს მინდორზე. არის რაღაც სპეციფიკური ადგილები და მე არ გამოვრიცხავ მაგალითად, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მას ჰქონდეს შეღწევა „ნაცმოძრაობის“ ზვიადისტურ ფლანგზეც. გახარია შემთხვევით არ მისულა 31 მარტს ზვიად გამსახურდიას საფლავზე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა