განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პანსიონატში უკვე მუშაობენ სოციალური მუშაკები და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული.

„ეს საკითხი, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არის, თუმცა განათლების სამინისტროს მხრიდანაც მიმდინარეობს მონიტორინგი და ჩვენი კომიტეტი იქნება ამ საკითხში ჩართული",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთანავე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის ინტერესებზე მომუშავე ნებისმიერი ინსტიტუციის და ნებისმიერი ორგანიზაციის მანდატი აღსრულდეს.

კომიტეტის წევრებმა მზაობა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთონ საკითხის მოგვარების პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა