ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. როგორც ბერძენიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ახალ ოპოზიციურ ფრაქცია - „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფში“ პარტიის წევრობა არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

მისივე თქმით, ამ ფრაქციის არცერთი წევრი არ არის ღირსი, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ.

,,ვადასტურებ, რომ გავედი პარტიიდან. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში იქმნება და ხათუნა სამნიძე უნდა იყოს თავმჯდომარე, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად „რესპუბლიკური პარტიისთვის“, მაგრამ აღმოვჩნდით უმცირესობაში, პარტიამ სხვაგვარად გადაწყვიტა. არც ერთი წევრი იმ ფრაქციის არ მიმაჩნია იმის ღირსად, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ. ეს მათ შორის ჩემი გემოვნების ამბავია, პოლიტიკურად არ მომწონს არც ვაშაძე და არც ერთი. პარტიაში თამარ კორძაიაც იყო და ვერ გაიტანა თავისი მოსაზრება, ის აცხადებდა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების სახით ყოფილიყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი „რესპუბლიკელები“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „რესპუბლიკური პარტია“ თამარ კორძაიამაც დატოვა. მისი განმარტებით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს