ანონსი  5 ივნისი

5 ივნისი, 10:00 საათი, კრწანისის ტყე-პარკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კრწანისის ტყე-პარკში გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას გახსნის.

მის: თბილისი-რუსთავის გზატკეცილი, სოფელი ფონიჭალა.

საკონტაქტო: ანი ლორია - 555187575

5 ივნისს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დიღმის ჭალებში ეკო აქცია გაიმართება, რომლის მიზანი დიღმის ჭალების ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა.

საკონტაქტო: ანა ტრაპაიძე - 595 93 99 35

5 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურში", ღონისძიება „საპარლამენტო თავგადასავალი მზიურის პარკში"გაიმართება.

5 ივნისს ,12:00 საათზე, "ლელოს" ერთ -ერთი ლიდერი საბა ბუაძე გამართავს ბრიფინგს პარლამენტში განსახილველად შეტანილი პროექტის შესახებ, რომელიც ბოიკოტში მყოფი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.

მის: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 579 72 13 14

5 ივნისს, 14:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე კონკურსს „სუფთა რეგიონი-2021" გამოაცხადებენ.

საკონტაქტო პირი: თაკო გოდერძიშვილი - 577080087

მის: მარშალ გელოვანის გამზ.#6

5 ივნისს, 14:00 საათზე, მზიურის პარკში, (კაფეში „მზიური“) ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

თემა: ჰაერის ხარისხი და ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში. საკონტაქტო: ნანა კეზევაძე - 591 930 180

5 ივნისს, 14:00 საათზე, ოზურგეთში, შპს"გურია ექსპრეთან" სხვადასხვა რეგიონებიდან საქართველოს პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავლენ და აქციას გამართავენ.

5 ივნისს, 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

თემა: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.

მის: ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. 45

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03, პაატა ლაგვილავა - 599 62 65 61

5 ივნისს, 19:00 საათზე, „მზიურის“ ამფითეატრში ალეკო შუღლაძის მოთხრობების კრებულის „ლაბირინთი მანუელისთვის“ წარდგენა გაიმართება. წიგნს წარადგენენ რედაქტორი ლია თოფურია, ლიტერათურათმცოდნე, ჟურნალისტი მარიამო ჯანელიძე და მწერალი თეონა დოლენჯაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა