დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ედგარს რინკევიჩსს ხვდება, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე მინისტრები განხილავენ საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ორი ქვეყნის გამორჩეულ მეგობრობასა და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ლატვიის ურყევ მხარდაჭერაზე.

განსაკუთრებით აღინიშნება ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამასთან, მინისტრები განიხილავენ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას როგორც საქართველოში, ასევე ლატვიაში. აღინიშნება არსებულ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხება რეგიონში ბოლო განვითარებების ფონზე შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.

დავით ზალკალიანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ედგარს რინკევიჩსი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ