ირაკლი ქადაგიშვილი - ივანიშვილმა ზუსტი ფორმულირება გააკეთა, რომ გახარიას ქმედება  პოლიტიკური ღალატია არა მარტო "ქართული ოცნების", არამედ სახელმწიფო ინტერესების

ბიძინა ივანიშვილმა ზუსტი ფორმულირება გააკეთა, რომ გახარიას ქმედება პოლიტიკური ღალატია არა მარტო "ქართული ოცნების", არამედ სახელმწიფო ინტერესების,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ამ განცხადებით, ყოველგვარ სპეკულაციას, არის თუ არა გახარიას პარტია "ქართული ოცნება 2", წერტილი დაესვა.

"ეს განცხადება, რომელიც პოლიტიკიდან წასული ადამიანი იძულებული გახდა, რომ გაეკეთებინა, კიდევ ერთხელ წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ანუ "ქართული ოცნება 2" - არავითარ შემთხვევაში, ამას ვამბობდით ჩვენც და იმ კრიტიკულ მომენტში მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო უაღრესად დამაზიანებელი არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ სახელმწიფოსა და ქვეყნის სტაბილურობისთვის. ზუსტად ეს შეფასება აქვს გაკეთებული ბატონ ბიძინასაც. ის იძულებული გახდა ხმამაღლა განეცხადებინა, რომ მისთვის პოლიტიკური პროცესის შეთქმულების თეორიით წარმოება იყო აბსოლუტურად მიუღებელი, როცა პოლიტიკაში იყო ჩართული და დღეს, როცა მითუმეტეს, პოლიტიკაში არ არის, მისი სახელით სპეკულირება იყო მისთვის მიუღებელი და მან ზუსტი ფორმულირებაც გააკეთა, რომ ეს არის დანაშაულებრივი ქმედება და პოლიტიკური ღალატია არა მარტო “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფო ინტერესების,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, გახარიას პარტია "ქართულ ოცნებას" ხმებს ვერ წაართმევს.

"ვერ წაართმევს ხმებს, რადგან ასეთი ქმედება, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, არ აძლევს პოლიტიკოსს იმის საშუალებას, რომ იმედი ჰქონდეს, იმ გუნდის მომხრეებმა, რომელიც ყველაზე კრიტიკულ მომენტში დატოვა, მხარი დაუჭირონ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა