ეკა გიგაური - სასამართლო არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ესეც აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე მედიატორების მხრიდან შემოთავაზებული დოკუმენტის შესრულებაზე და არჩევნების ლეგიტიმურობაზე იყო საუბარი. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხებოდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს.

„ჩვენი საუბრის თემა შეეხებოდა პოლიტიკური შეთანხმების ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას, ცხადია, აქ ორი მნიშვნელოვანი მიმართულება არის. პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის და ის ისეთი სისტემით ჩავატაროთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს იმისთვის, რომ შემდეგი პოლიტიკური კრიზისი არ დაიწყოს ამ ქვეყანაში. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის სასამართლო იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კითხვები გაჩნდა არჩევნებთან დაკავშირებით, სასამართლო არის ის ინსტიტუცია, რომელმაც ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ცხადია, სასამართლო არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ესეც აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს. ასევე საუბარი შეეხებოდა საქართველო-ნატოს წევრობას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი რეფორმა ჩატარდა იმ ფორმატში, რომ ჩვენ უფრო დავახლოვებოდით ევროკავშირსა და ნატო-ს, მაგალითად უვიზო მიმოსვლა რომ მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩავატარეთ. ჩემი თხოვნა იყო პარტნიორებთან მიმართებით, ასევე გვქონდეს კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ ნატო-ში გავწევრიანდეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ყველასთვის, საზოგადოებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ეს რეფორმები შეასრულოს. ნატო-სთან დაახლოების გარეშე ძალიან რთული იქნება ჩვენთვის ჩვენს უსაფრხოებაზე ზრუნვა. რეგიონში გამწვავებული ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ასეთი გარანტიები მიიღოს“,-განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე, რიკერი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მედია ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მან ასევე შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა