მამუკა მდინარაძე გახარიას თანაგუნდელებზე - ვურჩევ, ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტულ დანაშაულში ბრალდება, თუ ამას გაითვალისწინებენ, პროკურატურაში აღარ გაიქცევიან

დროა, თუ პოლიტიკაში რაღაც ამბიციები გააჩნიათ პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება ერთმანეთისგან გაარჩიონ და აღარ მოუწევთ პროკურატურაში სირბილი და განცხადებების წერა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას თანაგუნდელების მიერ პროკურატურაში განცხადების შეტანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უხერხულია ჭორებზე საუბარი იმ ადამიანებისგან, ვინც კამპანიას და სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ჭორებზე აგებს. მისივე თქმით, შეფასებები, რომ გამოქვეყნებული განცხადებით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა "ნაცური ნარატივია".

"როცა ადამიანის სახელით სპეკულირებენ და ავრცელებენ ჭორებს, ამ ჭორების საფუძველზე ცდილობენ გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში, 3-4 პროცენტი მაინც ჩამოატეხონ რეიტინგში და საარჩევნო შედეგებში „ქართულ ოცნებას“, მათი მხრიდან ჭორაობაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, როცა ჭორზე აგებენ მთელ თავის კამპანიას და იმაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით დაბრუნდა პოლიტიკაში. ეს არის „ნაცური“ ნარატივი, რადგან ადამიანი, რომლის სახელითაც სპეკულირებენ თავისუფლად შეიძლება გამოვიდეს და ასეც გააკეთა მან და თქვა, რომ ეს არის ჭორი, ტყუილი და თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში, მან დააფიქსირა თავის პოზიცია. ჩვენ ანალოგიურად ვფიქრობთ, რომ თავის დროზე ადამიანს, რომელსაც ეჭირა პრემიერის პოზიცია და იყო ძალიან კრიტიკული მომენტი მისი გუნდისთვის, მისი ქმედება შეფასებული იქნა როგორც ღალატი. მის თანაგუნდელებს ასევე ვურჩევ, ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება, ამას თუ გაითვალისწინებენ მეორედ პროკურატურაში აღარ გაიქცევიან და ყველა ასეთ განცხადებაზე, რომელიც არის სწორი, არ მოუწევთ განცხადებების წერა", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

გახარია და მისი გუნდი როგორც პროკურატურისგან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც შეეხება "პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ", რეაგირებას ითხოვენ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!