ედგარს რინკევიჩსი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში განუცხადა, ისაუბრეს ოკუპაციაზე, საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე და იმ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს.

ამასთან, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ვიზიტები, რომელიც ხორციელდება პარტნიორების მხრიდან.

„უშუალოდ დღეს ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზზე, რა დროსაც ბატონი მინისტრი გაეცნო იქ არსებულ მძიმე ვითარებას. სამწუხაროდ, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი და ასევე დაკავებების პროცესები, როდესაც ჩვენი მოქალაქეების დაკავება ხდება. ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე ფონია. ყოველივე ამის შესახებ იყო საუბარი. ჩვენი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა მათ გააცნეს კონკრეტული დეტალები და იქ არსებული ვითარება, როგორც ბორდერიზაციის ისე დაკავებების მხრივ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული, რომელიც ამჟამად, ერთ-ერთი მწვავე საკითხია“, - აცხადებს ლაშა დარსალია.

რაც შეეხება შეკითხვას, დაკავებულთა მიმართ რაიმე გადაწყვეტილების მოლოდინში არის თუ არა საქართველო, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბორდერიზაციის პროცესი იქნება თუ დაკავებების, რუსეთი ამას იყენებს, როგორც ზეწოლის მექანიზმს და ეს საკმაოდ რთული პროცესია.

აქედან გამომდინარე, ლაშა დარსალიას განმარტებით, „ პროცესის დასრულებამდე გეგმებზე წინასწარ საუბარი რელევანტური არ იქნებოდა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა