შალვა პაპუაშვილი - უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის კედლებს შიგნით

უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის კედლებს შიგნით - ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა, საინტერესოა, ესეც ნიშანი იქნება აპირებენ თუ არა ისინი დემოკრატიულ თანამშრომლობას, თუ ისევ დესტრუქციაზე იქნებიან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დესტრუქციულად მოიქცეს.

"პარლამენტში იქნება პარტია, რომელიც უარს ამბობს დეპოლარიზაციაზე და დემოკრატიულ პროცესში თანამშრომლობაზე, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის კედლებს შიგნით.

ვიმსჯელეთ კანონპროექტებთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი, რომ პარტიები ხვალიდან უკვე თითქმის სრული შემადგენლობით იქნება პარლამენტში. ვიცით, რომ "ლეიბორისტული პარტიიდან" ერთი ადამიანია, ვინც არ შემოვა პარლამენტში, ასევე "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარია უარს ამბობს პარლამენტში შემოსვლაზე. ასე რომ, ხვალიდან თითქმის სრული შემადგენლობა იქნება პარლამენტის და გადავდივართ უფრო სხვა რეჟიმზე. გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერაზე, ანუ უარს ეუბნება ევროპულ და ამერიკულ გზას საქართველოს დემოკრატიის განვითარების, მოსალოდნელია, რომ პარლამენტშიც იგივე დესტრუქცია იქნება გადმოტანილი, დავაკვირდებით და ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა, საინტერესოა, ესეც ნიშანი იქნება აპირებენ თუ არა ისინი დემოკრატიულად თანამშრომლობას, თუ ისევ დესტრუქციაზე იქნებიან.

ჩვენ გვაქვს ორი ფორმატი - ერთი ეს არის პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სადაც არის კომიტეტების სხდომა, სადაც, რა თქმა უნდა, მანდატის მქონე ყველა დეპუტატს შეუძლია სრულფასოვნად იყოს ჩართული, ამავე დროს ჩვენ გვაქვს 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც განსაკუთრებული თანამშრომლობისკენ უბიძგებს პარტიებს, რომლებიც ხელს აწერენ ამ შეთანხმებას და ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის პარტია, რომელიც ხელს არ აწერს ამ შეთანხმებას ამ შეთანხმების წინააღმდეგია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა