შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე - ადამიანი, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობას, ზურგი შეაქცია საკუთარ გუნდს და სხვისი სახელის გამოყენებით ხმების მოპოვებას ცდილობს, პოლიტიკაში კეთილსინდისიერად ვერ მოიქცევა

სწორედ ეს არის ხმებზე პარაზიტობის სურვილი, როგორც ჩანს, ამიტომ ჩათვალა ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ, რომ გამოხმაურებოდა, ვინაიდან ხდებოდა მისი სახელის გამოყენება გიორგი გახარიას აქტივისტების მიერ,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც გუნდის ყოფილ წევრს ხმის წართმევა სურს, ეს მის არაკეთილსინდისიერ განზრახვაზე მიუთითებს.

„სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველასთვის ცხადი იყოს, არანაირი კავშირი მას „ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს. სწორედ ეს სურვილი გვაფიქრებს, რომ რაღაც გეგმის ნაწილია. ვიცით, 43%-იანი ბარიერი, რომელიც დაწესებულია, როცა ხმის წართმევა სურს რომელიმე, მითუმეტეს გუნდის ყოფილ წევრს, ეს მიუთითებს არაკეთილსინდისიერ განზრახვაზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მან გიორგი გახარიას გუნდის წევრებს მიმართა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე დაფიქრდნენ.

„მინდა მივმართო გახარიას გუნდის ახალ წევრებს, რომლებიც შეიძლება ამის გამოც კი გადაიბირა გიორგი გახარიამ თავის გუნდში, რომ დაფიქრდნენ. ადამიანი, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობას, ადამიანი, რომელმაც ზურგი შეაქცია საკუთარ გუნდს, ადამიანი, რომელიც სხვისი სახელის გამოყენებით ცდილობს ხმების მოპოვებას, ასეთი ადამიანი პოლიტიკაში კეთილსინდისიერად ვერ მოიქცევა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა