ჯანდაცვის სამინისტრო ივნისში „ასტრაზენეკას“ 43 ათას დოზას ელოდება

ივნისში „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს ველოდებით, დაახლოებით 43 ათასი დოზა გვაქვს კიდევ მისაღები „კოვაქს პლატფორმიდან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეხება დამატებითი ვაქცინების მოწოდების საკითხს, როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, როგორც კი ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას ეცნობება.

მან ასევე ხანდაზნულების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბინაზე მყოფი ხანდაზმულების ვაქცინაციაც გააქტიურდება.

„ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებში ვაქცინაცია აქტიურია და თითქმის სრული მოცვა არის მიღწეული ზოგიერთ დაწესებულებაში. ასევე დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება. სამინისტროს დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და ვაქცინაციის პროცესი სჭირდებათ. სამედიცინო პერსონალშიც პროცესი გრძელდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ