ეკა ბესელია - გახარიას მიმართ ასეთი მასიური შეტევა მმართველი პარტიის და ოპოზიციის მხრიდან საერთო საქმისთვის კარგი არ არის - საჭიროა  მისი აქტიურობა, რომ ცვლილებები მალე დადგეს

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამომავლოდ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარია საკუთარ განცხადებებში მოზომილი იყო, თუმცა დაადასტურა ისიც, რომ პარტია ცდილობს, გავლენა მოახდინოს მთლიანად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე.

„ვფიქრობ, საკმაოდ მოზომილი იყო, მაგრამ პრაქტიკულად დაადასტურა ის,რომ ქვეყანაში არ გვაქვს ინსტიტუტები, არ არის მმართველობის ჯანსაღი ფორმა და არაფორმალური მმართველობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას მომავალშიც. მან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელზეც მე 2 წლის წინ ვსაუბრობდი, მან დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის შიგნით თავის ფუნქცია არავინ იცის და ისინი ერევიან აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში ისე, რომ ეს სცდება მათი უფლებამოსილების ფარგლებს. საუბარია პარტიულ გადაწყვეტილებებზე და არა საკანონმდებლო ორგანოს ქმედებაზე. მივესალმებოდი, რომ პარლამენტს ჰქონოდა ძლიერი საკონტროლო მანდატი. საუბარია იმაზე, რომ პარტია ცდილობს, გავლენა მოახდინოს მთლიანად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს გადაყვეტილებაზე. ძალიან ზომიერი იყო, მას ბევრი რამ ჯერ არ უთქვამს, შეიძლება ყველაფერი არც არასდროს თქვას, ეტაპობრივად შეიძლება გაცილებით უფრო მეტად გაიხსნას, მაგრამ რაც თქვა, ის ადასტურებს, რომ ქვეყანაში სისტემური პრობლემები გვაქვს, მათ შორის ყველაზე რთული რაც არის,ეს არის არაჯანსაღი მმართველობის სტილი და ინსტიტუტების არარსებობა, რომელიც დემოკრატიას აბსოლუტურად კლავს“, - განაცხადა ბესელიამ.

მისი შეფასებით, გიორგი გახარიას მიმართ აქტიური შეტევა, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, არასწორია.

„ზოგადად, მგონია, მის მიმართ ასეთი მასიური შეტევა მმართველი პარტიის და ოპოზიციის მხრიდანაც მთლად არ არის საერთო საქმისთვის კარგი, იმიტომ, რომ მე მის ნაბიჯებს საერთო პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებ. მგონია, რომ საჭიროა მისი აქტიურობა იმისთვის, რომ ცვლილებები მალე დადგეს“, - განაცხადა ბესელიამ.

მან აღნიშნა,რომ ყოფილ პრემიერს კარგად იცნობს და გიორგი გახარია „ქართული ოცნებისგან“ გარკვეულ დისტანცირებას ცდილობდა.

„ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით, მე ვიცნობ მას კარგად. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის არასდროს იყო ჩემთვის იდენტური იმ ადამიანების, ვინც „ქართულ ოცნებაში“ დარჩნენ. ყოველთვის ემჩნეოდა, რომ მათგან გარკვეულ დისტანცირებას ცდილობდა“,-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა. კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ივანიშვილი კულტი, გახარია ამბობს, რომ არა.

„არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო“,- განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, დღეს, ვინც ამინდს ქმნის, იმ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. გახარიას აზრით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მათთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა