ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ როგორ შეიძლება გეშინოდეს, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე

ახლა გამოჩნდება პლენარულ სხდომათა დარბაზში ცოტა ხანში, დააკვირდით, ვის ვისი შეეშინდება და რა მოხდება - საინტერესო სცენარები გელით, ყურადღებით გააშუქეთ,- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებებს გუშინდელ პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით.

ოხანაშვილის თქმით, გუშინ სხდომა კი არ გადაიდო, არამედ განსახილველი საკითხები ამოიწურა.

„რა შეიცვალა ახლა, მითუმეტეს, თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და რატომ შემოვიდნენ? ეს არის უპრინციპობის გამოხატულება და იმის, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს პოლიტიკური მიზნებისთვის შეუძლია ყველაფერზე წავიდეს. სესია კი არ გადადებულა, საკითხები ამოიწურა, 12 საათიდან ინტენსიურად ვიმუშავეთ, ამიტომ დღეიდან ვიწყებთ იმ საკითხების განხილვას.

„ნაციონალური მოძრაობის“ როგორ შეიძლება გეშინოდეს, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა