სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ჩვენ არ შევთანხმებულვართ ამნისტიის კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც ტაშით დაამტკიცეთ

შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ იმ ოპოზიციის სახელით, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ ამნისტიის კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ ტაშით დაამტკიცეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ამით უმრავლესობის წევრებს მიმართა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ამნისტიის შესახებ ჩანაწერი, მხოლოდ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით გაკეთდა.

„უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი დღეს იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ვეთანხმები ბევრ რამეს, რაც ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა თქვეს და მეორე მხრივ, მიწევს დავეთანხმო იმას, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა. დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ კიდევ ერთხელ, რომ ამნისტიის შესახებ ჩანაწერი შარლ მიშელის დოკუმენტში გაკეთდა ერთადერთი მიზნით და ეს მიზანი იყო ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ამიტომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ შარლ მიშლის დოკუმენტს შემოუერთდა თუ არ შემოუერთდა ოპოზიციის ნაწილი, შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ იმ ოპოზიციის სახელით, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ ტაშით დაამტკიცეთ. ჩემთვის გაუგებარი იყო იმ დღეს და გაუგებარია დღესაც, რას დაუკარით ტაში და რას უკრავთ ტაშს მეორეჯერ - თუ ისევ მარტო უმრავლესობა მიიღებს იმ კანონპროექტს, რომელიც არის აცდენილი, როგორც მიშელის შეთანხმებას, ასევე იმ სულისკვეთებას, რომ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე აქ ამ დარბაზში მივიღოთ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები?“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა უმრავლესობას მოუწოდა, რომ ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენა გამოიყენონ, რათა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის აღნიშნულ კანონპროექტზე პოზიციების დაახლოება მოხდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა