ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული სახელმწიფო ნომრით მოძრავ ავტომობილებს ნომრის შეცვლის ვადა ივნისის ბოლოს ეწურებათ

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. შსს-ს განკარგულებით, ოკუპირებულ რეგიონში ქართული სახელმწიფო ნომრებით მოძრავ ავტომობილებს ნომრის შეცვლის ვადა ივნისის ბოლოს ეწურებათ. ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც 1-ლი ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო ნომრებით იმოძრავებენ, საჯარიმო სანქციებს დაექვემდებარებიან.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ დე ფაქტო რეჟიმს აღნიშნული შეზღუდვის ამოქმედება 31 მაისიდან ჰქონდა დაანონსებული, თუმცა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მორიგი უკანონო შემზღუდავი ღონისძიების ამოქმედება ერთი თვით გადადო.

„კიდევ ერთი უკანონო შეზღუდვის ამოქმედებას გეგმავს დე ფაქტო რეიმი 30 ივნისის შემდეგ. აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს სახელმწიფო სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება აეკრძალებათ. საოკუპაციო რეჟიმმა ქართულნომრიანი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდა, რომ აიღონ ე.წ. რესპუბლიკის ნომრები, რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტომობილების რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს, დე ფაქტო რეჟიმი ასე ვთქვათ „უმარტივებს“ ავტომფლობელებს პროცედურებს და ე.წ. „უჩოტიდან“ მოხსნის გარეშე სთავაზობს ნომრების შეცვლას. რაც შეეხება ქართულნომრიანი მანქანების რაოდენობას, ძირითადად ოკუპირებულ ახალგორში მოძრაობს სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს სახელმწიფო ნომრებით, ცხინვალსა და ოკუპირებული რეგიონის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კი, ძირითადად, რუსული ან ე.წ. ოსური სახელმწიფო ნომრებით მოძრაობენ“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა