უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - სრული გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არ ყოფილა არცერთ ეტაპზე

სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან სრულად დამოუკიდებელია, თუმცა საკითხები საჭიროებს დახვეწას ინდივიდუალური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. შეიძლება პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს მოსამართლე, მაგრამ რაღაც შიდა ბოჭვა ჰქონდეს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი.

ნინო ქადაგიძის განმარტებით, სასამართლო ყველა თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია.

„სრული გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არ ყოფილა არცერთ ეტაპზე. შესაძლებლობა გაქვთ, რომ შეხვდეთ ნებისმიერ მოსამართლეს. მე შევთავაზე ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც, ექსპერტებს, ელჩებს, შეხვდნენ მოსამართლეებს და თუნდაც ჩემს გარეშე ისაუბრონ სასამართლო სისტემაზე. სრული დამოუკიდებლობა, როგორც სრული ჭეშმარიტება არ არსებობს. პოლიტიკური გავლენისგან ვამბობ, რომ სრულად დამოუკიდებელია სასამართლო, თუმცა საკითხები საჭიროებს დახვეწას ინდივიდუალური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. შეიძლება პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს მოსამართლე, მაგრამ რაღაც შიდა ბოჭვა ჰქონდეს. ამიტომ ამ უნარჩვევების დაძლევაზე, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა ვიმუშაოთ. სრულად დამოუკიდებელია სასამართლო. ვერ მოიყვანთ ვერცერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და არ მოქმედებდა გონიერების ფარგლებში“, - აცხადებს ქადაგიძე.

ამასთან, როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, იზიარებს პოზიციას, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ის ასევე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა ელჩების მოწოდებას, რომლის თანახმად უნდა დაპაუზდეს იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება.

„ცოტა უხერხული ხდება გავლენიან ჯგუფებზე საუბარი. სასამართლო იმართება კორპორატიულად და ყველა მოსამართლე ჩართულია მის მართვაში. რაც შეეხება დაპაუზებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორგანიზაციულად მართავს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებს. იმ პირობებში, თუ ჩვენ გავითვალისწინებდით ამ რეკომენდაციას და შევაჩერებდით იუსტიციის საბჭოს ფუნქციონირებას - ეს გახლავთ კონსტიტიციური ორგანო, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, ვერც მე და ვერც ერთი პოლიტიკოსი, რადგან ეს განაპირობებს პირველი და მეორე ინსტანციების შეჩერებას. ამიტომ საზოგადოებამ მინდა ცასახად გაიგოს, ეს არ არის არც ჩემი ახირება და არც რომელიმე ჩემი კოლეგის სურვილი. ეს არის კონსტიტიციის მოთხოვნა, კონსტიტუცია უნდა შესრულდეს“, - აცხადებს ქადაგიძე.

მის თქმით, იმ პირობებში თუ კონსტიტიციაში, კანონში ცვლილება შევა პირობას იძლევა, რომ სასამართლო ყველა ამ ცვლილების იმპლემენტაციას მოახდენს.

კითხვაზე, არის თუ არა სასამართლოში "კლანი", პასუხობს, რომ მეორე წელია ამაზე კითხვას უსვამენ, "რაზეც საუბარი უკვე უხერხულია".

"მაშინ უნდა ვთქვათ კონკრეტული მაგალითები და ვითხოვ, დავდოთ კონკრეტული მაგალითები,რაში ვლინდება სასამართლოში "კლანის"არსებობა", აცხადრბს ნინო ქადაგიძე.

მამ ასევე უპასუხა კითხვას, თუ სასამართლოში ყველაფერი რიგზეა, რატომ ხდება პარტნიორების მხრიდან მითითება იმაზე, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს.

"მე ცალსახად შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ სასამართლოში ყველაფრი იდეალურად არის.ვერ დამისახელებთ ფაქტს, სადაც ყველაფერი იდეალურად ოყოს.შეუძლებელია ყველა კმაყოფილი იყოს სასამართლოთი.თავისთავად, ინსტიტუციურადაც აქვს პრობლემა,იმიტომ,რომ მოდავე მხარეები მოდიან და არ შეიძლება ყველა კმაყოფილი იყოს.ბუნებრივია განვითარების, ინსტიტუციური სრულყოფის თვალსაზრისითაც აქვს პრობლემები სასამართლოს.ყველაზე დიდი პრობლემები,რაზეც საზოგადოება არ საუბრობს და ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვის პრიორიტეტული გახლავთ, ეს არის ის, რომ ნებისმიერი მოალაქის სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილი იყოს", აცხადებს ქადაგიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო