იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო საპატრიარქოსთან ერთად აქტიურად არის ჩართული

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო საპატრიარქოსთან ერთად აქტიურად არის ჩართული. მან იმედი გამოთქვა, რომ ყველა პრობლემა ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.

„რაც შეეხება ნინოწმინდის საკითხს, მოგეხსენებათ, სახელმწიფო ძალიან აქტიურად მონაწილეობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში საპატრიარქოსთან ერთად. იმედი გვაქვს, ძალიან მალე ყველა პრობლემა ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აღმოიფხვრება “,-განაცხადა ბრეგაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ნინოწმინდის პანსიონში არსებული ვითარება კანონის ჩარჩოებიდან გასული, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს სამართლებრივი რეაგირების შემდეგ დადგინდება.

„იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, არსებობს თუ არა კანონდარღვევა, ამას სჭირდება საკმაოდ კვალიფიციური სამართლებრივი შეფასება. ვფიქრობ, არ იქნება კორექტული ვისაუბრო იმის შესახებ, იყო თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში კანონის დარღვევა, მას შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ, უფრო სწორი იქნება ამის შემდეგ გავაკეთოთ ამ საკითხის პოლიტიკური შეფასება“,-განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი. უწყების განმარტებით, ადგილზე დარჩენილი 28 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ