დავით ბაქრაძე - ხელისუფლებამ უნდა დაასახელოს ის 5 კომიტეტი, რომლის დასათმობადაც მზადაა - რა უნდა ქნას რომელიმე ოპოზიციონერმა, კომიტეტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდეს ძალით თუ კაბინეტში შეუვარდეს?

რა უნდა ქნას რომელიმე ოპოზიციონერმა, მივიდეს და კომიტეტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდეს ძალით თუ კაბინეტში შეუვარდეს და თქვას, რომ დღეიდან ჩემი კაბინეტია? ასე ხომ არ ხდება, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი და დაასახელოს ის 5 კომიტეტი, რომლის დასათმობადაც მზად არის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ბაქრაძის თქმით, თავად არც ერთი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს, რადგან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს პარლამენტში, თუმცა, მიიჩნევს, რომ ოპოზიციას კონტროლის ბერკეტები უნდა ჰქონდეს.

"საპარლამენტო უმრავლესობას ძალიან უჭირს, კომიტეტის თავმჯდომარეების სკამებთან და პრივილეგიებთან შელევა. არადა, შარლ მიშელის დოკუმენტის არსი იმაშია, რომ არ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კონტროლის ბერკეტები. მე არ ვაპირებ, არც ერთი იმ თანამდებიბის დაკავებას, რომელიც ოპოზიციისთვის არის განსაზღვრული მიშელის დოკუმენტით, მაგრამ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ძალაუფლების ბერკეტები პარლამენტში,"- განაცხადა ბაქრაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ