სალომე სამადაშვილი - პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი მოფიქრებულია როგორც სადამსჯელო ღონისძიება

პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი მოფიქრებულია როგორც სადამსჯელო ღონისძიება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცვლილება ხელს არ უწყობს ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმის განვითარებას.

„არ არსებობს ეუთოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა, როცა პარტიის დაფინანსება არის დამოკიდებული მათ საპარლამენტო წარმომადგენლობის უფლების გამოყენებასთან. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არ უწყობს ხელს ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს, მიგვაჩნია, რომ არის მოფიქრებული როგორც სადამსჯელო ღონისძიება და ჩვენი მხარდაჭერა აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როგორ არის მიბმული „ქართული ოცნების" დაფინანსების წყაროები კორუფციულ სქემებთან და არც ერთი მსგავსი შემთხვევის გამოძიება და დასჯა არ მომხდარა,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა