არჩილ თალაკვაძე - ერთ-ერთმა პარლამენტარმა თქვა ქედმაღლურად, დისკომფორტს შევუქმნით „ქართულ ოცნებასო“ - მართლა მასე თუ ფიქრობდით, ამდენ ხანს სად იყავით? 7 თვე რატომ გვაცადეთ „კომფორტში“ ყოფნა

ერთ-ერთმა პარლამენტარმა თქვა ქედმაღლურად, დისკომფორტს შევუქმნით „ქართულ ოცნებას“, მაგ სიამოვნებას ვერ მოვაკლებო. მართლა მასე თუ ფიქრობდით, ამდენ ხანს სად იყავით? 7 თვე რატომ გვაცადეთ „კომფორტში“ ყოფნა, გვაჩუქეთ ეს 7 თვე? - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების თაობაზე კანონპროექტი ემსახურება იმას, რომ მომავალში ძირი არავინ გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას.

„ფაქტია, ხალხი შეცდომაში შეგყავდათ. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ეს ინიციატივა არ ეხება ბოიკოტის აკრძალვას, არც ბოიკოტისთვის სჯის ამ კანონპროექტით ვინმე ვინმეს. ბოიკოტი არის საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ბოიკოტი მოითხოვს, ჯერ პარლამენტში შემოხვიდეთ, აქ გაიაროთ პირველი რეგისტრაცია და მხოლოდ მერე შეგიძლიათ ბოიკოტში გადახვიდეთ. თუ არ იცით, „ევროპულ საქართველოს“ ჰკითხეთ, ამ პარლამენტში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ბოიკოტი როგორ კეთდება მათ იციან. ბოიკოტს და პოლიტიკურ საბოტაჟს ერთმანეთში ნუ აურევთ, ეს სხვადასხვააა. თქვენ ბოიკოტში კი არ იყავით, პარლამენტში არ შეხვედით და ევროპარალმენტარ კოლეგებს რომ დავესესხოთ, ძირს უთხრიდით ქართულ დემოკრატიას. ეს კანონი ემსახურება იმას, რომ მომავალში ძირი არავინ გამოუთხაროს ჩვენს დემოკრატიას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ