Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონს Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთულობით ხვდება

ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონს Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთულობით ხვდება. ამის შესახებ Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატია აბსანძე აცხადებს. როგორც ის ამბობს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო ნომრებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.

„მიმდინარე ტურისტული სეზონი საკმაოდ დიდი დატვირთულობით ხასიათდება. შარშანდელ სეზონთან შედარებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დატვირთულობა გაზრდილია და ტურისტული ნაკადები აქტიურად შემოდიან. ჩვენ რამდენიმე თვის უკან გავხსენით სამორინე და ცხადია ამან გამოიწვია ისრაელიდან ტურისტული ნაკადების ზრდა.

თუმცა არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ზრდა არ გაქვს სხვა ქვეყნებიდანაც. გვყავს დიდი პოლონური ტურისტული ჯგუფები, გვყავს ასევე სტუმრები თურქეთიდან, გარკვეული ტურისტული ჯგუფები აშშ-დანაც. თუმცა მოთხოვნის ძირითადი პროცენტულობა მაინც გადანაწილებულია ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეებზე", - აცხადებს კატია აბსანძე.

Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაღალ ტურისტულ სეზონზე სასტუმრო 100%-ით უკვე დაჯავშნილია.

„იმავდროულად Le Meridien Batumi აქტიურ ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს კონკრეტულ სამიზნე ბაზრებზე, საიდანაც საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არსებობს. უახლოეს პერიოდში სრული დატვირთვით ამოქმედდება ასევე ქუთაისის განახლებული აეროპორტი, საიდანაც ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი შემოვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა