ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ ამნისტიის ვარიანტს პირველ მოსმენაზე მხარი დავუჭირეთ, ახლა ოპოზიციის ვარიანტს დავუჭერთ მხარს

„ქართული ოცნების“ ამნისტიის ვარიანტს პირველ მოსმენაზე მხარი დავუჭირეთ, ახლა ოპოზიციის ვარიანტს დავუჭერთ მხარს, მაგრამ მეორედ რომ გამოიტანა "ქართულმა ოცნებამ" იმას აღარ დავუჭირეთ მხარი და არც მესამე მოსმენაზე დავუჭერთ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი შეთანხმებული ვერსია არ არის და მისი მხარდაჭერა სწორედ ამიტომ არ ექნება. ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი სრული მხარდაჭერა მხოლოდ შეთანხმებულ ვერსიას ექნებოდა.

"სიტყვა გვაქვს ნათქვამი მეც და ლევან იოსელიანსაც, რომ როგორც „ქართული ოცნების“ ისე ოპოზიციის პირველ ვარიანტს დავუჭერდით მხარს, ოღონდ იმ პირობით, რომ შემდეგ შეჯერებული დოკუმენტი გამოვიდოდა. „ქართული ოცნების“ ვარიანტს დავუჭირეთ მხარი, ახლა ოპოზიციის ვარიანტს დავუჭერთ მხარს, მაგრამ მეორედ რომ გამოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ იმას აღარ დავუჭირეთ და არც დავუჭერთ, რადგან სიტყვა გვაქვს ნათქვამი, პირველ ვარიანტს ოპოზიციისას მხარს დავუჭერთ, შემდეგ აღარ დავუჭერთ, რადგან ჩვენ ვართ შეთანხმებულები იმ პატიოსანი კაცის თანდასწრებით, დღეში მილიონჯერ რომ ვახსენებთ შარლ მიშელს, მისი თანდასწრებით შევთანხმდით, რომ შევთანხმდებოდით ამნისტიაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ვთანხმდებით. „ქართული ოცნების“ ვარიანტი არის „ქართული ოცნების“ ვარიანტი და არა შეთანხმებული, შესაბამისად, ამას მხარს არ დავუჭერთ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია