„საქპატენტის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებული მინდია დავითაძის განცხადებით, შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს

„საქპატენტის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებული მინდია დავითაძის განცხადებით, შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს.

როგორც დავითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანი ამ ეტაპზე თანამდებობიდან გათავისუფლების გამო სამართლებრივი ბრძოლაა.

გიორგი გახარიას პარტიაზე ვერაფერს მოგახსენებთ, პოლიტიკურ აქტივობაზე გეგმები არ გამაჩნია. ამასთან დაკავშირებთ არანირი გეგმა არ მაქვს, მაგრამ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“,- განაცხადა დავითაძემ.

ამასთან, დავითაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რას უკავშირებს თანამდებობიდან გათავისუფლებას. მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელმაც თანამდებობის დატოვება მოსთხოვა და განუმარტა, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

„გუშინ ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ამ უწყებას აღარ ვხელმძღვანელობ. მე აუცილებლად ვიდავებ სამართლებრივად და კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ამ გარემოებაზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დევნა, რაც ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რაშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი. 2020 წელს, თებერვალში, როდესაც პრემიერი იყო გიორგი გახარია, დავინიშნე აღნიშნულ პოზიციაზე. ჩემი პოლიტიკური ნიშნით დევნა სწორედ ამ მიზნით განხორციელდა. სახელმწიფომ ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის გამოიყენა უკანონო მეთოდები. მათ შორის შრომის ინსპექცია, რომელიც ჩვენს უწყებაში შემოვიდა იმისთვის, რომ ხელოვნურად შეექმნა გათავისუფლების საფუძველი. ეს არის უწყება, სადაც დღემდე ბევრი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე მუშაობს, რომელთა რეპუტაციის გაფრთხილება ძალიან მნიშვნლოვანია, მითუმეტეს პანდემიის დროს.

13 მაისს შრომის ინსპექციამ ჩვენგან მოითხოვა ინფორმაცია, რომ რეკორდულად მოკლე დროში მიგვეწოდებინა. მას შემდეგ, რაც მივაწოდეთ, სამ დღეში დაჩქარებულ ტემპებში გამოიტანეს გადაწყვეტილება და როგორც ჩანს, მთავრობა ისე აჩქარებდა შრომის ინსპექციას, ბევრი ტექნიკური შეცდომა დაუშვეს, მათ შორის გადაწყვეტილებაში. ჩვენ სამართლებრივი დავა დავიწყეთ ამასთან დაკავშირებით. პროცესები უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი.

გადაწყვეტილების გამოტანამდე არაერთხელ მქონდა მცდელობა პრემიერთან კომუნიკაციის, ისევე როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან იმის თაობაზე, რომ ჩვენს საქმიანობაზე, გამოწვევებზე და ამბიციურ გეგემებზე გვესაუბრა. თუმცა ყოველთვის უარს ვიღებდი მოუცლელობის გამო.

რაც შეეხება ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას, რამდენიმე კვირის წინ მქონდა მასთან შეხვედრა, როდესაც ილია დარჩიაშვილმა მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ უწყებას გაფრთხილება დააკისრა სახდელის სახით, ამასთან დაკავშირებით მოვითხოვე შეხვედრა. ჩვენი საუბარი დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. მან მიმანიშნა, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივებით მისაღები გადაწყვეტილება და რომ მე უნდა დამეტოვებინა თანამდებობა. მოთხოვნა იყო, რომ იმის გამო, რომ გიორგი გახარიას მიერ ვიყავი დანიშნული, უნდა დამეტოვებინა თანამდებობა. მე ეს გადაწყვეტილება არ მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ უწყება დამოუკიდებელ სამსახურს წარმოადგენს და ხელმძღვანელი 4 წლის ვადითაა დანიშნული კანონით, მისი გათავისუფლების საფუძველი კი შეზღუდულია“,- განაცხადა დავითაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა