ლიეტუვას პრეზიდენტი - მთავარი მესიჯი, რაც საქართველოში ჩამოვიტანე არის ის, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს

მთავარი მესიჯი, რაც საქართველოში ჩამოვიტანე არის ის, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია და ეს ნამდვილად დიდი ტრაგედიაა ამ ადამიანებისთვის.

ლიეტუვას პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან გუშინდელ ვიზიტზე და მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„გუშინ ჩემი მთავარი კითხვა მათ მიმართ იყო: რაზე ოცნებობთ? და პასუხი იყო ძალიან მარტივი, მაგრამ გულში ჩამწვდომი: ვოცნებობთ სახლში დაბრუნებაზე, ადრე თუ გვიან,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოში გამართული შეხვედრების დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი იყო.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი, როგორც ჩანს, ამ პროცესის წარმატებისთვის საჭიროა მეტი მცდელობა, მეტი მოტივაციის შექმნა როგორც საქართველოში, უკრაინასა, მოლდოვაში და ასევე თავად ევროკავშირში. ჩვენ 2021 წლის დეკემბერში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ვგულისხმობ ევროპული საბჭოს შეხვედრას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას მიეძღვნება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ, რომ დოკუმენტი სავსე იყოს ტექნიკური დეტალებით და არ იყოს სტრატეგიული ხედვა. სტრატეგიული ხედვა არის წევრობა, რეფორმების პროგრამა და რასაკვირველია, საქართველოს განაცხადი, გეგმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა