ლაშა ხუციშვილი - წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწევს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი მიაღწევს მილიარდ 700 მილიონ ლარს, რაც 1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, ბიზნესის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღგ-ის დაბრუნების სისტემის ჯერ გამარტივება, ხოლო შემდგომ სრულად ავტომატურ რეჟიმში გადასვლა.

„გასულ წელს, ჩვენ მილიარდზე მეტი ლარი დავუბრუნეთ კომპანიებს, მათ შორის 400 მილიონ ლარამდე დამატებითი თანხის დაბრუნება სწორედ პანდემიის საპასუხოდ განხორციელდა. გასული წლის ნოემბრიდან დღგ-ის დაბრუნება სრულად ავტომატურ რეჟიმში გადავიდა, რის შედეგადაც, მიმდინარე წლის 5 თვეში, თითქმის გაორმაგებული გვაქვს დაბრუნების მაჩვენებელი, რომელმაც 750 მილიონ ლარს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული თანხების დაბრუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი იყო და იქნება ეკონომიკის აღდგენის პროცესში“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დღგ-ის დაბრუნებას მზარდი ტენდენცია ჰქონდა, გასულ წელს ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშნველოვანი იყო. ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, მყისიერად ჰქონოდათ წვდომა იმ რესურსებზე, რომლის დაბრუნებაც წინა წლებში ხანგრძლივ პროცედურებთან იყო დაკავშირებული და რეალურად, კერძო სექტორისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენდა.

მისი განმარტებით, დღგ-ის ზედმეტობის დაგროვება, ძირითადად, ხორციელდება ექსპორტიორ, ან ისეთ კომპანიებში, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ. პანდემიურ პერიოდში მსგავსი კომპანიებისთვის ფინანსებზე სწრაფი წვდომა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო