ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთში „რუსეთის დღე“ სახალხო დღესასწაულია

სამხრეთ ოსეთში რუსეთის დღე სახალხო დღესასწაულია და ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები მას ასე აღნიშნავენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით გამართული ავტომსვლელობის დაწყებისას განაცხადა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილეს. ეს ჩვენი ახალგაზრდობის გულწრფელი პატრიოტიზმის გამოვლინებაა, ასეთ მომენტებში ვამაყობთ, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს“, - განაცხადა ბიბილოვმა ახალგაზრული ორგანიზაცია „ერთიანი ალანიას“ ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაზე საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში „რუსეთის დღეს“ სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს