სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო - ში გაწევრიანების პერსპექტივა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე საქართველოს მომავალი ინტეგრაციის, ნატო - ში გაწევრიანების პერსპექტივა დაფიქსირდეს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ს სამიტში არ მონაწილეობს, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილები გაჟღერდება.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ნატო-ს სამიტში, მაგრამ იცით, რომ არაერთი საუბრის, არაერთი დიპლომატიური მცდელობის შედეგად, მათ შორის, რაც ოპოზიციასაც ჰქონდა გასული კვირების მანძილზე, ჩვენ გვეწვია არაერთი დელეგაცია როგორც ბალტიისპირეთიდან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ყველა ამ დელეგაციასთან გვქონდა საუბარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო- ში გაწევრიანების პერსპექტივა. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ის გზავნილი, რომელიც პარლამენტმა გააკეთა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, იქნება პოზიტიური გზავნილები ამ სამიტიდან იმის მიუხედავად, რომ ჩვენ იქ არ ვმონაწილეობთ",- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა