ჰელგა მარია შმიდი - ყველას, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს კეთილდღეობასა და სტაბილურ გარემოში ცხოვრების საშუალება

მოხარული ვარ აქ ყოფნითა და ამ პროექტის ინაუგურაციაზე დასწრებით, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინაიდან ის კონფლიქტით დაზარალებულ სოფელს სასმელ წყალთან წვდომის საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში განაცხადა, სადაც სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი გაიხსნა.

„მოხარული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად ამ პროექტის დასრულება მოხერხდა. ეუთო-ს საქართველოში მსგავს პროექტებზე მუშაობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხალხის სასარგებლოდ, ვინაიდან ყველას, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს კეთილდღეობასა და სტაბილურ გარემოში ცხოვრების საშუალება“, - განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა.

მან აშშ-სა და იტალიას პროექტის დაფინანსებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა