თეა ახვლედიანი - ჰელგა მარია შმიდის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა, რომ ეუთოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ომით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანის ჰელგა მარია შმიდის ვიზიტის ფარგლებში გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიაანთკარს სტუმრობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თეა ახვლედიანი ჰელგა მარია შმიდთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გამყოფი ხაზის სოფლებში ომით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განმარტავენ, ციცაგიაანთკარში ახალი წყლის სისტემა მოეწყო, რომელიც 144 ოჯახს სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპაციის თანმდევი შედეგების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების აქტუალობას საერთაშორისო დღის წესრიგში. პროექტი გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპისევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის გახსნის ცერემონიალს სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, დაესწრნენ ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

„ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეუთო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ომით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ამ პროცესში ჩვენს მხარდაჭერაში. ჰელგა შმიდი პირადად ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიაანთკარს ამერიკის შეერთებული შტატებისა და იტალიის ელჩებთან ერთად, სადაც მათი მხარდაჭერით განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი, რომელიც მოგეხსენებათ 144 ოჯახს უწყვეტად მიაწოდებს წყალს, რაც არის უმნიშვნელოვანესი ცხოვრების ხარისხის და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხარდაჭერა, ეს კონსოლიდაცია, ნიშნავს და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ოკუპაციის თანმდევი შედეგები, ისევე როგორც ომით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და მათ წინაშე არსებული საჭიროებები ძალიან აქტუალურია საერთაშორისო დღის წესრიგში. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას, რათა კონფლიქტის სრულმასშტაბიან პოლიტიკურ გადაწყვეტამდე, მოხდეს ომით დაშორებული ადამიანების დაახლოება და შერიგება, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით, 2013 წლიდან მოქმედებს სამთავრობო უწყებათშორისი კომისია, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი თანათავმჯდომარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და ამ კომისიის ფარგლებში ვახორციელებთ მოსახლეობის საჭიროებების საპასუხოდ ისეთ პროგრამებს, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტურქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, რაც აუცილებლად განხორციელდება მომავალშიც. ჩვენ გვჯერა, რომ ამგვარი კონსოლიდირებული, ერთიანი მიდგომით აუცილებლად შევძლებთ, რომ დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ინკლუზიური მშვიდობის მშენებლობას“ , - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო