თეა ახვლედიანი - ბევრად უფრო რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან დაგვიხსნია, რაც დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაშიც

გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნია ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან, რაც დარწმუნებული ვარ, ასევე წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს იმისთვის, რათა უკანონო დაკავების ფაქტები მოგვარდეს.

„ჩვენ ერთობლივად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეუთოს თანათავმჯდომარე ელჩ ანიკა სოდერთან ერთად გავესაუბრეთ ოჯახს, მივაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია თითოეული ჩვენგანის მხრიდან, განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო პარტიორების მხარდაჭერით, თუ რა ღონისძიებები ტარდება, თუ რა პროცესი მიმდინარეობს და იმ ძალისხმევის თაობაზე, რასაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც დღეს იმყოფებიან უკანანონო პატიმრობაში, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. ანიკა სოდერმა, ეუთოს თანათავმჯდომარემ თავის მხრივ აღუთქვა ოჯახს, რომ ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აუცილებლად მწვავედ დააყენებს კიდევ ერთხელ ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს და გადასცემს ოსურ საზოგადოებას ოჯახის გზავნილებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას და იმედი მისცა ოჯახს, რომ აუცილებლად მოხდება ზაზა გახელაძის გათავისუფლება.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური, კონსოლიდირებული ძალიხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები, მათ შორის აღსანიშნავია აქ დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი, ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ შემთხვევასთან, ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ ოკუპაციასთან, დესტრუქციულ მიდგომასთან, რომელსაც როგორც ასევე ელჩებმა აღნიშნეს, იყენებენ და მანიპულირებენ ადამიანების სიცოცხლით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის განმავლობაში არის კონკრეტული ეტაპები, რომელთა დროს ჩვენ ვიყენებთ ყველა ადეკვატურ და იმ ეტაპისთვის ჩვენ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, ამიტომ რწმენა გვაქვს ბუნებრივია, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდება მაისში, ივნისში თუ მომდევნო თვეებში, ეს არის პროცესი. გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნია ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ასევე წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაში" , - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა