ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დღეს რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დღეს რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და 99-ე შეხვედრიდან დღემდე, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდტიც.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციის ფორმატში, პანდემიის გამო ხუთი თვის განმავლობაში შეჩერებული შეხვედრები მარტიდან განახლდა.

იხილეთ ვიდეო:ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს