საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი იმართება

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - ,,ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში ტარდება.

„ფორუმი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის უფროსის მოადგილემ, EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროსმა, ფინანსთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა მიმართეს. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სემინარები, სადაც ისაუბრეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა კონტრაფაქციასთან ბრძოლის გლობალურ მიდგომებზე და ციფრულ სამყაროში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმარულებით არსებულ გამოწვევებზე.

ფორუმის მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკისა და ადმინისტრაციულ/სამართლებრივი პროცედურების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. ასევე მნიშვნელოვანია , ქართველ და ევროპელ კოლეგებს შორის კანონმდებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევებზე ზედამხედველობის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ცნობილი სასაქონლო ნიშნების კონტრაფაქციული პროდუქციის გამოფენა, სადაც სასაქონლო ნიშნების მფლობელები და პატენტრწმუნებულები სემინარის მონაწილეებს კონკრეტული პროდუქციის იმ ტექნიკურ მახასიათებლებს წარუდგენენ, რომლითაც პროდუქტის ავთენტურობა დგინდება. საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით მიმდინარე ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად