ჰელგა შმიდი - მოხარული ვარ, რომ 12 წლის წინ ვმონაწილეობდი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შექმნაში და ეს გახდა შეუცვლელი ფორმატი დაძაბულობის დასაწევად

მოხარული ვარ, რომ 12 წლის წინ ვმონაწილეობდი ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის შექმნაში და ეს გახდა შეუცვლელი ფორმატი დაძაბულობის დასაწევად, - ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა განაცხადა.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მიმდინარე შეხვედრა ჰელგა მარია შმიდტმა ცოტა ხნის წინ დატოვა.

„ახლახანს გვქონდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით მე-100 შეხვედრის გახსნა, ბედნიერი ვიყავი, მივსალმებოდი მონაწილეებს ეუთო-ს სახელით. ძალიან კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 12 წლის წინ ჩატარდა, მაშინ ევროკავშირის მხრიდან გახლდით და მიხარია, რომ ვმონაწილეობდი ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის შექმნაში. მე აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კოლეგა არის აქ წარმოდგენილი ევროკავშირიდან, რადან მას შემდეგ ევროკავშირი და ეუთო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ინციდენტების და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა გახდა შეუცვლელი ფორმატი დაძაბულობის დასაწევად და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ეუთო არის მსოფლიოში ყველაზე დიდი უსაფრთხოების რეგიონული ორგანიზაცია და ჩვენ ვმუშაობთ ხალხის კეთილდღეობისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც აქვთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ეს არის ყოველდღიური საკითხები და საკითხები, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას.

ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა.

მე ძალიან კარგად ვიცი არსებული საკითხების შესახებ, მაგალითად ერთ-ერთი გახლავთ ზაზა გახელაძის თემა, რომელზეც დღევანდელ შეხვედრაზე იქნება საუბარი", - აღნიშნა ჰელგა შმიდმა.

შეგახსენებთ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატში, რიგით მე-100 შეხვედრა მიმდინარეობს.

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ერთად ერგნეთში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა