თამთა მიქელაძე - მეუფე იაკობს ბავშვთა საკითხებზე აქვს პრობლემური განცხადებები გაკეთებული, სადაც ბავშვთა ცემა და ძალადობა გაამართლა

ვიცით ძალიან მძიმე განცხადებები და რიტორიკა მთავარეპისკოპოსი იაკობის მხრიდან, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ძალადობრივი შინაარსით და სიძულვილით. მათ შორის, ბავშვთა საკითხებზე მას აქვს პრობლემური განცხადებები გაკეთებული, სადაც ბავშვთა ცემა და ძალადობა გაამართლა, - ასე აფასებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი თამთა მიქელაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მეუფე იაკობის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნით, ერთის მხრივ ხელისუფლებას ჰყავს ლოიალური პირი, რომელიც ამ პროცესს წინააღმდეგობების გარეშე წარმართავს და მეორეს მხრივ, ის ადამიანი, რომელიც რიტორიკას არ შეცვლის და „სამოქალაქო საზოგადოებასთან ენობრივ და რიტორიკულ დაპირისპირებაში შევა“.

„საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება სიმპტომატურია, მთავარეპისკოპოსი იაკობი ხელისუფლების მიმართ ღიად ლოიალური და ერთგული მთავარეპისკოპოსია, რომელიც მათ სხვადასხვა კრიზისის დროს ეხმარება. აშკარაა, რომ საპატრიარქოს მოუწევს უკან დახევა და რეფორმის პროცესში შესვლა. მთავარეპისკოპოსი იაკობი არის ის პირი, რომელიც ამ პროცესს თავის თავზე აიღებს და ხელისუფლებას მის მიმართ მეტი ნდობაც აქვს. მეორეს მხრივ, ვიცით ძალიან მძიმე განცხადებები და რიტორიკა მთავარეპისკოპოსი იაკობის მხრიდან, რომელიც მუდმივად გამოირჩევა ძალადობრივი შინაარსით და სიძულვილით. მათ შორის, ბავშვთა საკითხებზე მას აქვს პრობლემური განცხადებები გაკეთებული, სადაც ბავშვთა ცემა და ძალადობა გაამართლა. მეორეს მხრივ, საპატრიარქომ დააკმაყოფილა იმ კონსერვატიული მრევლისა, თუ ცალკეული რადიკალური ჯგუფების ინტერესები, რომლებიც საპატრიარქოს მხარს უჭერენ და თვალს ხუჭავენ, ან ამართლებენ ბავშვთა მიმართ ძალადობას. ამიტომ, ეს ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილებაა საპატრიარქოსთვის, ერთის მხრივ ხელისუფლებას ჰყავს ლოიალური პირი, რომელიც ამ პროცესს წინააღმდეგობების გარეშე წარმართავს და მეორეს მხრივ, ის ადამიანი, რომელიც რიტორიკას არ შეცვლის და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაპირისპირებაში ენობრივად და რიტორიკულად შევა“, - აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

თამთა მიქელაძის განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საპატრიარქომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ნინოწმინდის პანსიონის დაუყონებლივ დახურვაზე და საუბარი იმაზე, რომ ბავშვებმა თავად უნდა აირჩიონ სად ურჩევნიათ ყოფნა, არასწორია.

ის ასევე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომლის თქმით, შესაძლოა, პანსიონი საოჯახო ტიპის დაწესებულებად გადაკეთდეს. თამთა მიქელაძის შეფასებით, ამის განხორციელება პრობლემური იქნება და არ შეიძლება საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადაკეთებაში „იგივე ხალხი იღებდეს მონაწილეობას“.

„ამ პროცესში ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საპატრიარქომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ნინოწმინდის პანსიონის დაუყონებლივ დახურვაზე და ბავშვების უსაფრთხო გარემოში გადაყვანაზე. საუბარი იმაზე, რომ ბავშვებმა უნდა აირჩიონ სად ურჩევნიათ მათ ყოფნა არასწორია, ძალადობის რისკები უნდა შეფასდეს ობიექტურად სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ბავშვთა ინტერესებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული.

ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილებები, სახალხო დამცველის ძალიან მძიმე შეფასებები, რამდენიმე გამოძიების ფაქტი და ბენეფიციარები, რომლებიც ხშირად საუბრობენ სისტემური ძალადობის ფაქტებზე, რომელიც ბევრ ბავშვს ეხებოდა, ეს აჩენს ძალიან გონივრულ ეჭვებს, ამიტომ ბავშვების იქ დატოვება სახელმწიფოს მხრიდან გამართლებული არ იქნება“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა