ასლან ბჟანია რუსი ტურისტების დაჭრაზე - სტუმრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთაში რუსი ტურისტების დაჭრასთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გამართა.

ბჟანიას „პრესსამსახურის“ ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრ ანქვაბი, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი“ ალხას კვიცინია, „უშიშროების საბჭოს მდივანი“ სერგეი შამბა, „გენერალური პროკურორი“ ადგურ აგრბა, „შინაგან საქმეთა მინისტრი“ დიმიტრი დბარი და სხვა პირები.

”ქვეყნის მეთაურმა სტუმრების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა”, - აცხადებენ ე.წ. პრესსამსახურში.

ბჟანიამ „სამართალდამცავ ორგანოებს“ დაავალა, მიიღონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ გააძლიერონ ზომები ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა