მეუფე იაკობი - პანსიონში სიტუაციის დალაგება მინდა, გარედან ძალიან აურიეს - სახალხო დამცველს ჯერ თბილისში შევხვდები, ცივილიზებულად დავილაპარაკებთ

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას თბილისში შეხვდება.

მისივე თქმით, სახალხო დამცველთან ის ცივილიზებულად ისაუბრებს.

„სანამ არ გავერკვევი ბოლომდე, რა ხდება, მანამდე ბავშვებთან შეშვებაზე... ბავშვები ძალიან დასტრესილები არიან, შემოვიდნენ და კითხვა - პასუხი, თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას...აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები. სოციალურ მუშაკებს მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან. სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ. ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ ცივილიზებულად დავილაპარაკებთ. სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან, მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარდა. აქ სიტუაციის დალაგება მინდა, იმისთვის, რომ სიტუაცია აბსოლუტურად დალაგდეს. გარედან ძალიან აურიეს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან მეუფე იაკობის თქმით, თუ ნახავს, რომ პანსიონში სერიოზული დარღვევაა, ყველა ფაქტზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო