თბილისის მასშტაბით ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის განხორციელებისთვის დამატებითი ქუჩები შეირჩა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის განხორციელებისთვის დამატებითი ქუჩები შეირჩა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით ჯამში 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება ზონალურ საათობრივი პარკირება.

მისივე ინფორმაციით, ავტომობილის უფასოდ პარკირების შესაძლებლობა ამ შემთხვევაშიც ექნებათ ქუჩის მცხოვრებლებს, შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით. გვქონდა საპილოტე პროექტები, კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ არეალებში, რომელიც მართლა წარმატებით მიმდინარეობს, რაც ძალიან კარგია და ამ პროგრამის დანერგვით, ჯამში 5-მდე საპარკინგე ადგილი შეიქმნა, სადაც გადასახადი ერთ საათში არის ერთი ლარი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება არის სრულიად უფასო, ასევე ელექტრომობილებისთვის, შშმ პირებისთვის.

მინდა გითხრათ, რომ ასევე, შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ- საათობრივი პარკირება, კერძოდ საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ახალი საპარკინგე ადგილი დაემატება და გავრცელდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. ასევე, სადგურის მოედანზე, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩაზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩაზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება.

სამგორის რაიონში, როგორც ვარკეთილის მეტრის მიმდებარედ, ისე ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 საპარკინგე ადგილი იფუნქციონირებს ანალოგიური სისტემით, ჯამში 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება ზონალურ - საათობრივი პარკირება,“- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციისთვის საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები იმოქმედებს იმისთვის, რომ ადამიანებს მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია თუ როგორ მუშაობს სისტემა.

„ეს პავილიონები განთავსებული იქნება დოლიძის ქუჩა #24-ში, ალექსიძის ქუჩა #1-ში, ბახტრიონის ქუჩა #13-ში, ბახტრიონის ქუჩა #30-ში, ცინცაძის ქუჩა #61-ში ლორთქიფანიძის ქუჩა #10-ში, აბასთუმნის ქუჩა #1ა-ს მოპირდაპირე მხარეს, სადგურის მოედანზე, კერძოდ, გოგოლის ქუჩა #32-ში, გობრონიძის ქუჩა #100-ში და ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე განვათავსებთ ამ ჯიხურებს, სადაც ადამიანებს გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან თქვენი ავტომობილების რეგისტრაციაში იმისთვის, რომ ისარგებლოთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო პარკირებით,“- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა