ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჟენევაში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჟენევაში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორი პრეზიდენტის შეხვედრის დაწყებამდე, რომელსაც ვილა ლა გრანჟი უმასპინძლებს, შვეიცარიის პრეზიდენტი მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ვიწრო ფორმატის შეხვედრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:35 საათზე დაიწყება და 1 საათს გაგრძელდება, ამის შემდეგ კი ორნაწილიანი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დაიწყება და ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათამდე გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა