გიორგი ვაშაძე - თუკი აუდიტის სამსახური რკინიგზაში დაუყონებლივ არ შევა, ეს ნიშნავს, რომ ისინი წილში ჩასვეს

თუკი აუდიტის სამსახური რკინიგზაში დაუყონებლივ არ შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წილში ჩასვეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ძარცვის ისეთ დიდ მაგალითს, რასაც რკინიგზა წარმოადგენს, არ იცნობს.

"მართლა შოკში ვარ. რკინიგზა იძარცვება. მილიარდ 200-მილიონის ზარალი თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალურმა აუდიტორმა გვითხრა, რომ რკინიგზა მას აუდიტზე არ უშვებს, ხოლო მედიასთან განაცხადა, რომ თითქოს სასამართლო პროცესები მოიგეს. მათ შეუძლიათ ამხელა დიდი ძარცვა გააჩერონ, მაგრამ ეს მათთვის პრიორიტეტი არ არის. მილიარდ 200 მილიონის ძარცვა პრიორიტეტი არ არის?! - როგორც ჩანს, წილში ჩაუსვიათ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს