ე.წ. რუსეთის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩო დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს პროფილაქტიკური მუშაობა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად იქნება მიმართული. ამის შესახებ საუბარი ე.წ. საელჩოს „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია, რომელიც ბიჭვინთაში სამშაბათს რუსეთის ორი მოქალაქის დაჭრის ფაქტს უკავშირდება.

„იძულებული ვართ დავაფიქსიროთ, რომ ეს პირველი რეზონანსული შემთხვევა არ არის, როდესაც რუს ტურისტებს რესპუბლიკაში თავს ესხმიან. მოვუწოდებთ აფხაზეთის ხელისუფლებას, სწრაფად დაასრულონ საგამოძიებო მოქმედებები და დასაჯოს დამნაშავეები, ასევე გააძლიეროს პროფილაქტიკური სამუშაოები, რომლებიც მიმართულია კრიმინალის წინააღმდეგ, უპირობოდ უზრუნველყონ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაწყებული ტურისტული სეზონის გათვალისწინებით“ , - აღნიშნულია ე.წ. საელჩოს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, აღნიშნული საქმე განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ჰყავთ აყვანილი.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ