რომან გოცირიძე - სასამართლოს არაფერი ეშველება - სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და ახალი უნდა აშენდეს

ამ სასამართლოს არაფერი არ ეშველება გარდა იმისა, რომ სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და უნდა აშენდეს ახალი, რაც უნდა დაიწყოს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეების საკითხი საერთაშორისო შეთანხმების ნაწილი იყო, მმართველი გუნდი ამას არაფრად აგდებს.

„შეუძლებელია, ივანიშვილს პროცესის შეჩერება უნდოდეს და მართული იუსტიციის საბჭო ამის წინააღმდეგ წავიდეს, პირიქით, ეს მიცემული სიგნალია, მოსწრებაზე არიან, რათა კიდევ უფრო გაამაგრონ კლანური და პოლიტიკურად მართული სასამართლო სისტემა,"- განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო:რომან გოცირიძის მოსაზრებით, სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და ახალი სხვა ხელისუფლების პირობებში აშენდეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა