ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის მცხოვრებლები საფეხბურთო მოედნის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის მცხოვრებლები საფეხბურთო მოედნის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიგოგიძემ განუცხადა, ბაღდათის მერიას გადაწყვეტილი აქვს სოფლის საფეხბურთო სტადიონის სასოფლო-სამეურნეო მიწად გაყიდოს.

„ბაღდათის მერი, სოფელ ვარციხის სტადიონს მასთან დაახლოებული მეგობრის კომპანიისთვის მიყიდვას გეგმავს, რომ შემდგომში კომპანიამ ვაზი გააშენოს, აღნიშნულმა ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია, მეტიც თუ მერი ამ პროცესს არ შეაჩერებს ადგილობრივები პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ“, - განაცხადა ირაკლი ჩიგოგიძემ.

ბაღდათის მერის არჩილ გოგსაძის თქმით, აღნიშნული მიწა სტადიონად არ არის რეგისტრირებული და მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აქვს. მერი ადასტურებს, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიცია მართლაც შემოდის, თუმცა სოფელი სტადიონის გარეშე არ დარჩება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში